• საქართველო, თბილისი, დარიალის შესახვევი 12
  • info@naia.ge
  • (+995 32) 2 95 95 04 georgian english

სტრატეგია

  • Home / სტრატეგია

ჩვენი სტრატეგია ეფუძნება სამ მთავარ პრინციპს:

  • ინვესტირება ადამიანებში – ჩვენი თანამშრომლები წარმოადგენენ მამოძრავებელ ძალას ყოველივე იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მტკიცედ გვწამს, რომ შესაფერისი კადრების მოზიდვა, მომზადება და მხარდაჭერა არსებითი საფუძველია საუკეთესო მომსახურების განხორციელებისთვის;
  • მომხმარებელთან ხანგრძლივი და სანდო ურთიერთობა – ვითვალისწინებთ რა იმას, რომ ჩვენი მომხმარებელი გვანდობს საკუთარი სიცოცხლის, ქონების და თანამშრომლების უსაფრთხოებას, ყველა ღონეს ვხმარობთ ვიყოთ არა უბრალოდ დაცვის კომპანია მათთვის, არამედ სანდო პარტნიორი, რომელიც რეალურ და საიმედო ღირებულებებს ემსახურება;
  • სამეწარმეო ნორმები და ხარისხი – ჩვენ ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია სამეწარმეო ნორმების განუხრელი დაცვა, როდესაც საქმე ეხება ეფექტური დაცვითი მომსახურების გაწევას. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს ჩვენი მომსახურების ხარისხიანობაში, და ჩვენი მხრივ სამეწარმეო ცოდნის და გამოცდილების გაღრმავება მისთვისაც სასარგებლო მხარეს წარმოადგენდეს.
Facebook