• საქართველო, თბილისი, კრწანისი ქ.17
  • info@naia.ge
  • (+995 32) 2 95 95 04 georgian english

ღონისძიების დაცვა

  • Home / ღონისძიების დაცვა

დაცვის სამსახურ ნაიას აქვს დიპლომატიური სექტორის მხარდაჭერის 22 წლიანი საამაყო ისტორი და გამოცდილება, რაც იმას გულისხმობს, რომ მაღალი რანგის დიპლომატიური პირები საკუთარი ღონისძიებების უსაფრთხოებაზე ზრუნვას წლების განმავლობაში ჩვენ გვანდობენ და გვენდობიან.

ჩვენს გუნდს გააჩნია შესაძლებლობა შემოგთავაზოთ პროფესიონალური მომსახურება დიპლომატიური წვეულებების, სპორტული ღონისძიებების, მუსიკალური ფესტივალების, კონფერენციების და გამოფენების უსაფრთხოების  მიზნით.

ამ მიზნის სრულყოფილად შესრულებისთვის  კომპანია ნაია მუდმივად ზრუნავს მსოფლიოში ცნობილ კომპანიებთან თანამშრომლობით ჩაატარონ ტრენინგების და გაიზიარონ გამოცდილება.

ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • მოსამზადებელი სამუშაო – დაგეგმვა;
  • უსაფრთხოების ზომების გატარება უშუალოდ ღონისძიების მიმდინარეობისას;
  • ღონისძიების დასრულების შემდეგ შესასრულებელი სამუშაოები;

დაგეგმვა მოიცავს: რისკების შეფასებას, საპასუხისმგებლო არეალის და საჭირო სამუშაო ძალის განსაზღვრას, კომუნიკაციის საშუალებების შერჩევას, ადმინისტრაციული, სახანძრო და სამედიცინო დახმარებების მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

ღონისძიების მიმდინარეობისას გასატარებელი ზომები მოიცავს ღონისძიებაზე დასწრების კონტროლს, ავტომანქანების გადაადგილების და პარკინგის …… ხალხის დიდ მასასთან მუშაობის …., წესრიგის დაცვას, უწესრიგობის გამოვლენას და მასზე რეაგირებას.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, ახორციელებს პერიმეტრის დაცვას, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს სამართალდამცველ, სამედიცინო და სახანძრო სამსახურის პერსონალს, ახდენს წესრიგის დამრღვევი პირების იზოლირებას ღონისძიების ადგილიდან.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი აჯამებს შესრულებულ სამუშაოს, აფასებს გამოვლენილ ძლიერ და სუსტ მხარეებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს მომავალში გათვლისწინების მიზნით.

Facebook