• საქართველო, თბილისი, დარიალის შესახვევი 12
  • info@naia.ge
  • (+995 32) 2 95 95 04 georgian english

მობილური პატრული

  • Home / მობილური პატრული

ყველა უძრავი საკუთრება არ საჭიროებს ცოცხალი ძალით 24 საათიან დაცვას. მობილური პატრული გულისხმობს, რომ კარგად მომზადებული ჯგუფის წევრები, ნაიას სამსახურებრივი უნიფორმით და ავტომანქანით, დღე-ღამის განმავლობაში რამოდენიმეჯერ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით ან დროის არათანაბარი შუალედებით შეამოწმებენ თქვენს საკუთრებას, დაათვალიერებენ პერიმეტრს და დარწმუნდებიან მის უსაფრთხოებაში.

ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ დროის არათანაბარი  შუალედებით  პატრულირებას რათა პოტენციურ დამნაშავეს არ მიეცეს საშუალება წინასწარ განსაზღვროს ობიექტზე მისვლის დრო. ჩვენი მობილური პატრული ახორციელებს დასაცავი ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრის შემოწმებას, კარებების და ფანჯრების შემოწმებას შესაძლო რისკების და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით.

ყველა საპატრული ავტომანქანა აღჭურვილია ცეცხლმაქრით, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთით, აკუმულატორის გადასაერთებლით, რაციით, ჯიესემ და ჯიპიეს კომუნიკაციებით და უსაფრთხო მგზავრობისთვის  აუცილებელი სხვა ნივთებით.

მობილურ პატრულს საჭირო დახმარებას უწევენ საკონტროლო ოთახის ოპერატორები, რომლებიც ამავდროულად ავტომაქანების გადაადგილების ჯიპიეს მეთვალყურეობას აწარმოებენ.

განგაშზე რეაგირებისას მობილური პატრულისთვის შემთხვევის ადგილზე მისვლისთვის დადგენილია 10 წუთი.

მობილური საპატრულო ჯგუფის ოფიცრად მუშაობა მოითხოვს  უდიდეს პასუხისმგებლობას, ამიტომ გარდა ძირითადი მოთხოვნებისა, მათთვის არსებობს დამატებითი მოთხოვნები, როგორიცაა: მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში; ავტომობილის მართვის 5 წლიანი სტაჟი;  რადიოკავშირის სრულყოფილად მოხმარების უნარი; საგანგებო სიტუაციებში სათანადად მოქმედების უნარი; საბრძოლო ხელოვნების საფუძვლების ცოდნა; ინგლისური ენის კარგი ცოდნა; ქალაქში თავისუფლად ორიენტირება, ქუჩების გაანლაგება და  იმ ობიექტების ადგილმდებარეობის შესწავლა, რომლებთა მიმართებაშიც დაეკისრება პასუხისმგებლობა.

Facebook