• საქართველო, თბილისი, კრწანისი ქ.17
  • info@naia.ge
  • (+995 32) 2 95 95 04 georgian english

დაცვის ოფიცრები

  • Home / დაცვის ოფიცრები

დაცვის ოფიცრები უზრუნველყოფენ თქვენი შენობა-ნაგებობების, მომსახურე პერსონალის და ინვენტარის უსაფრთხოებას. ცოცხალი ძალით დაცვის უპირატესობაა ვიზუალური არსებობით გარკვეულწილად შეამციროს ვანდალიზმი, ქურდობა და საზოგადოებრივად საშიში ქმედებები, რომელებიც შესაძლოა თქვენი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს. კარგად მომზადებულ მცველს შეუძლია ეფექტური რეაგირება ნებისმიერ სიტუაციაში.

ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ დაცვის ოფიცრებს, რომლებიც განახორციელებენ შემდეგი სახის საქმიანობას:

  • დასაცავ ტერიტორიაზე თანამშრომლების, სტუმრების და ავტომანქანების შესვლა-გამოსვლის მეთვალყურეობას, რათა არ მოხდეს ნებართვის გარეშე მათი გადაადგილება და თავიდან იქნას აცილებული ქურდობა და სხვა მსგავსი ფაქტები:
  • დეტექტორების მეშვეობით პიროვნებების და ბარგის შემოწმება, რათა ადგილი არ ჰქონდეს აკრძალული ნივთების დასაცავ ტერიტორიაზე შეტანას;
  • უსაფრთხოების სისტემების, აღჭურვილობის და ტექნიკის შემოწმებას და წესრიგში მოყვანას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი გამართული მუშაობა და არმოიფხვრას ყოველგვარი უწესივრობა;
  • ტერიტორიის პატრულირებას კარებების, ფანჯრების და ჭიშკრის სათანადო მდგომარეობაში ყოფნის გადამოწმების და შეღწევის მცდელობის თავიდან აცილების მიზნით;
  • აუცილებლობის შემთხვევაში პოლიციის, სახანძრო და სამედიცინო სამსახურების გამოძახებას;
  • განგაშზე და წესრიგის დარღვევაზე მყისიერ და სათანადო რეაგირებას;
  • ყოველდღიური საქმიანობის და გამოვლენილი უწესრიგობების შესახებ ჩანაწერის წარმოებას;

სამსახურში მიღებამდე ხდება ყველა კანდიდატის წარსულის, ნასამართლეობის, სამედიცინო და უცხო ენის დონის გადამოწმება.

თანამშრომლების შერჩევის შემდეგ, მათ უტარდებათ ტრენინგები რათა შეძლონ სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად შესრულება, ტრენინგები მოიცავს რაციის მოხმარების წესების, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ხანძართან ბრძოლის მეთოდების, მუქარის ზარებზე რეაგირების და ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენისას გასატარებელი პროცედურების შესწავლას.

ყოველივე ამის შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების აღჭურვას ფორმით, მცველის მოწმობით და კომპანიის ბეჯით. ფორმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ქამარი მასზე განთავსებული ხელჯოხით, ხელბორკილით, ფანრით, რაციით და მობილური ტელეფონით. ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია დაზღვევით.

კომპანია ,,ნაია“-ს შეუძლია სიამაყით განაცხადოს, რომ მისი თანამშრომლების 72 % მისდევს სპორტს და ფლობს საბრძოლო ხელოვნების საფუძვლებს; 80 % საუბრობს ინგლისურად, დანარჩენი ნაწილი საუბრობს რუსულად, გერმანულად ან/და იტალიურად; 92% აქვს უმაღლესი განათლება ან ამჟამად არის სტუდენტი; 100% გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების და ხანძართან ბრძოლის მომზადება.

Facebook